2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წელთან შედარებით გაძვირდა. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 9.3%-იანი მატება.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4%);
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8%) და სასმელები (9.1%);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.9%), რამაც 1.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე 1.9%-ით და ძირითად ლითონებზე 3.6%-ით გარდა ამისა, ფასების 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ნახშირი მსოფლიოში ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის სექტორისთვის საწვავის კვლავ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2023 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 26% სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა,…
წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 31,5 მლნ დოლარის ღირებულების 5 070 ტონა კარაქი შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული იმპორტის მოცულობას, 5.5%-ით…
მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს. პაატა კვიჟინაძე დეპუტატი იყო ასევე VIII,…